გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელ პარტნიორებს უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობის გზავნილის გაგზავნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
"უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ნამდვილად მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
"და თუ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ გზავნილს ევროპიდან, ეს ასევე არის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომელიც აშკარად იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნების ნება, გააკეთონ ის, რაც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად, მცირდება. მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, თუ ჩვენ მას ვეტყვით, რომ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.