logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხე შენარჩუნდება
- +

11 დეკემბერი. 2023. 20:15

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს, რომ ევროპისთვის საფრთხე შენარჩუნდება.

 

 

"პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ საუბარია არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებზე, არამედ მთელი ქვეყნის დამორჩილებაზე. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის და იქ მცხოვრები ხალხის მიტოვებას, არამედ რუსეთის განუწყვეტელ ძალადობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"[კონფლიქტის] გაყინვა ნიშნავს უკრაინის სუვერენიტეტისა და იდენტობის ჩამორთმევას. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხე შენარჩუნდება", - დასძინა ანალენა ბერბოკმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner