logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ევროკავშირის მიერ ამ წელს დადებული შეფასებებით და კრიტერიუმებით, წინ ვუსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ობიექტურად, შარშანაც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი
- +

11 დეკემბერი. 2023. 21:46

"რა შეფასებები და კრიტერიუმებიც დადო თავად ევროკავშირმა მიმდინარე წელს, ამის მიხედვით წინ ვუსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ობიექტურად შარშან გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური გადაწყვეტა იყო უსამართლო, როდესაც ჩვენი კოლეგების ნაწილი ამას დაეთანხმა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„შარშანაც რომ გადაწყვეტილიყო ობიექტურად, ჩვენ მივიღებდით სტატუსს, მაგრამ წელს უკვე ყველა ნიშანი და პრაქტიკული გარანტია არსებობს, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით კანდიდატის სტატუსს ვიღებთ. საქართველო, რაც ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპოზიციას და პრეზიდენტად წოდებულს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის საფუძველი იმისა, რა გადაწყვეტილებსაც ველოდებით ჩვენ მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner