logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ „ნაცმოძრაობის“ დაშლა მიდის, მეორე მხრივ, ვითომ მესამე ძალის დალაგება, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მომავალში კოალიციას შექმნის. ეს არის აბსოლუტურად წარუმატებელი პროექტი
- +

11 დეკემბერი. 2023. 21:50

"ერთი მხრივ „ნაცმოძრაობის“ დაშლა მიდის, მეორე მხრივ, ვითომ მესამე ძალის დალაგება, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მომავალში კოალიციას შექმნის. ეს არის აბსოლუტურად წარუმატებელი პროექტი," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ გეგმის ავტორები პოლიტიკურ რეალობას აბსოლუტურად აცდენილები არიან.

 

 

„მართლაც წარმოუდგენელი ნიჰილიზმია გამეფებული „ნაცმოძრაობაში“ და ობიექტურად ეს ძალიან კარგია. რაც უფრო მეტი წელი გადის, „ნაცმოძრაობა“ მით უფრო სუსტდება. ამავდროულად, მიდის გადანაწილება სხვადასხვა ძალაში. როგორც ჩანს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ასეთი გეგმა - გაიშალონ სხვადასხვა ფლანგზე, ე.წ. შუაშისტების გარკვეული კლასტერი „ნაცმოძრაობის“ რეალური აქტივისტებისგან შექმნან, ეს იქნება გახარია თუ ხაზარაძე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთი მიზნისთვის არიან გაერთიანებულები და აქედან შეძლონ მესამე ე.წ. შუა ძალის შექმნა, რომელიც მათი გათვლებით შეიძლება არჩევნებში მოიაზრებოდეს მეორე ადგილზე გასასვლელ ძალადაც კი. მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს შეიქმნის ისეთ რეპუტაციას, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიოს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიოს რეალური კონკურენცია და ახლა ცდილობენ, რომ მესამე ძალა შექმნან და ამით გარდამტეხი ცვლილებები შეიტანონ. თუმცა ავიწყდებათ, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგება „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 60%-მდე რეიტინგი აქვს. რაც არ უნდა გადაათამაშო ლომჯარია, გახარია, თუ პრეზიდენტად წოდებული სალომე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner