logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ოკუპაცია თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, ამას სჭირდება მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებათა ჯაჭვი
- +

11 დეკემბერი. 2023. 21:57

"უდიდესი მწუხარება და თანაზიარობა ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან გარდაცვლილის ოჯახს. ეს არის ის საოკუპაციო, მძიმე და ბოროტი რეჟიმი, რომელიც კლავს, აწამებს ადამიანებს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

 

 

„ზოგადად ოკუპაცია თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა და სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომელიც არის ამ ქვეყნის მძიმე მემკვიდრეობა და რომელიც 2012 წლამდე ხელისუფლებამ დატოვა და ხელი შეუწყო კიდეც, რომ ოკუპაცია განხორციელებულიყო. ეს იმდენად მძიმე ტვირთად აწევს ამ ქვეყანას, რომ ხშირად მსხვერპლით, ადამიანის წამებით, უფლებების დარღვევით მთავრდება. ამას სჭირდება მიზანმიმართული, ცივი გონებით, შედეგზე ორიენტირებული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებათა ჯაჭვი, რასაც მივდევთ და ამ გზაზე დიდი დაბრკოლებები გვხვდება ხოლმე. ადრე თუ გვიან (და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე) ეს დასრულდება დეოპუკაციით და ბოროტების შედეგებს ბოლო მოეღება“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner