logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:45



CNN Turk-ის ცნობით, თურქეთის პროვინცია ვანის დასახლებულ პუნქტ ბეშოლში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.



პროვინცია ვანის ადმინისტრაციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" რეგიონული განყოფილების შენობა მდებარეობს.



მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აფეთქება სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner