logo_geo
eng_logo
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო
- +

11 დეკემბერი. 2023. 22:14

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

 

 

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner