logo_geo
eng_logo
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა წლის ბოლო ანგარიში განიხილა
- +

11 დეკემბერი. 2023. 23:18

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP)“ 2022 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

 

 

ჩვენ შევასრულეთ ყველა ვალდებულება და განვიხილეთ ყველა ანგარიში. დღეს განვიხილავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ წლის ბოლო ანგარიშს, რომელიც პოზიტიურია“, - აღნიშნა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.

 

 

ანგარიში სხდომაზე ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარადგინა.

 

 

მისი თქმით, აუდიტის ობიექტი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო აუდიტის ძირითადი მიმართულებები იყო პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურება, პროექტით განსაზღვრული აქტივობების მიმდინარეობის შემოწმება, სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების მიმდინარეობისა და შესრულების შემოწმება.

 

 

პროექტის ღირებულება ჯამში 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც IBRD-ის დაფინანსება 40 მილიონი დოლარია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიემართება 8 მლნ. დოლარი.

 

 

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის მიზნებია გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებისა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება.

 

 

თორნიკე შერმადინის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორები იყო გურიის რეგიონში საპროექტო გზების რეაბილიტაცია, პროექტირება-მშენებლობის ქვეპროგრამის მიზნების მიღწევა, ხუთწლიანი პროგრამის მომზადება, საგზაო უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვაში და ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებების დანერგვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის აქტივების მართვაში. მისი თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ერთი ძირითადი მიგნება.

 

 

2022 წელს პროექტირება-მშენებლობისა და გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, 2021 წელს ექსპერტების მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციები არ იყო შესრულებული. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ექსპერტების მიერ აღმოჩენილი მიგნებები და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ყოფილიყო აყვანილი კონტროლზე და შესრულებული და დღეის მდგომარეობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღნიშნული რეკომენდაციები შესრულებული აქვს 100%-ით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner