ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.
"თქვენი გამოცდილება და მტკიცე ერთგულება ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი უმნიშვნელოვანესი იქნება უფრო ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებაში, პოლონელი ხალხის საკეთილდღეოდ. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას", - აღნიშნა ურსულა ფონ დერვ ლაიენმა.