logo_geo
eng_logo
პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია
- +

12 დეკემბერი. 2023. 00:48

პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ Radio France Internationale-ი ავრცელებს.

 

 

"მინდა მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და მამაკაცებს. ეს მშვენიერი დღეა არა ჩემთვის, არამედ ყველა მათთვის, ვისაც ამ წლების განმავლობაში ღრმად სჯეროდა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რომ ჩვენ განვდევნით სიბნელეს, რომ განვდევნით ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

 

 

"ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ. ხვალიდან ჩვენ შევძლებთ შეცდომების გამოსწორებას, რათა ყველამ, გამონაკლისის გარეშე, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner