„მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური. ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან სტატუსის მონიჭებაზე, ასევე, გვაქვს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ისინიც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიან. ველოდებით, რომ 15 დეკემბერს მოხდება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება სამართლიანი, მეტსაც გეტყვით, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ შარშან მოენიჭებინათ, მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ყოველთვის, როდესაც ქვეყანა იღებს რაღაც სტატუსს და ამ სტატუსს ჰქონდა კრიტერიუმები, ხალხი და ხელისუფლება არ იმიჯნება. დემოკრატიული ქვეყნები არ მიჯნავენ ხალხს და ხელისუფლებას. შესაბამისად, ამ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ ჩვენ, რომლებმაც გავატარეთ ის რეფორმები, რომლითაც მოვედით დღემდე. თუ გავიხსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ის იყო, რომ გავატარებდით ისეთ რეფორმებს, რომელიც 2024 წელს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემდა. ეს პროცედურა უბრალოდ დააჩქარა რეგიონში შექმნილმა რთულმა ვითარებამ. იმდენი რამ გაკეთდა, რომ აქამდე მოვსულიყავით, ჯერ კიდევ ასოცირებიდან დღემდე, რომ ამას რა მოთვლის“, - აღნიშნა დავითულიანმა.