logo_geo
eng_logo
სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სოციალური დახმარება შეწყვიტონ და ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ - რისთვის, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? Kiss my *ss, ეს არ მოხდება
- +

12 დეკემბერი. 2023. 11:21

 

 

„ზელენსკი ჩამოდის და ითხოვს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან, კიდევ  მისცეს მას 61 მილიარდი დოლარი და სხვათა შორის, თუ ჯერ შენი საზღვრის დაცვა გინდა, მაშინ „პუტინის თოჯინა“ ხარ - ეს მან [ზელენსკიმ] დღეს თავად თქვა საჯაროდ. ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინო და გროტესკულია“, - ამის შესახებ სენატორმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა.

 

სენატორმა სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე, მათ შორის, „ფოქს ნიუსის“ ეთერში, ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ . როგორც მან აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც „რესპუბლიკელები“ აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის მნიშვნელობაზე ერთიანობას აჩვენებენ, ზელენსკისთვის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით კიდევ ერთი დახმარების გაცემის მცდელობა წარმატებით არ უნდა დასრულდეს.

 

„ეს ხდება იმ დროს, როდესაც „რესპუბლიკელები“ ნამდვილად აჩვენებენ ერთიანობას და გარკვეულ ძალას, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის მნიშვნელობის თაობაზე. შესაბამისად, ეს არის „რესპუბლიკელებზე“ ზეწოლის მოხდენის მცდელობისთვის გაკეთებული, რომ უარი თქვან საზღვრის თემაზე და მისცენ კიდევ ერთი ჩეკი უკრაინას. მე არ გავაკეთებ ამას და ვფიქრობ, „რესპუბლიკელებიც“ არ უნდა წავიდნენ ამაზე.

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სოციალური დახმარება შეწყვიტონ, ამით კი ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ - რისთვის, იმისთვის, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? ეს არ მოხდება.  Kiss my *ss, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner