logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საკმაოდ არაეფექტურია ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:55


 

„საკმაოდ არაეფექტურია ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა. მისივე თქმით, დეპუტატების ქუთაისში ჩასვლისთვის ძალიან დიდი დრო და ფინანსებია საჭირო, რაც არ არის სწორი.


„უნივერსიტეტის პროექტი ძალიან მასშტაბური და გლობალური პროექტია. ქუთაისმა ინდუსტრიული ქალაქის სახელიც უნდა დაიბრუნოს და ეს უნივერსიტეტი გარკვეულ ბიძგს მისცემს ამ ყველაფერს და არა მხოლოდ, მთავრობას აქვს გეგმა ამ მიმართულებით. რაც შეეხება პარლამენტს, ამას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა, საეჭვოა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნება" კონსტიტუციურ რეჟიმში მოვიდეს. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ არაეფექტურია ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება. სააკაშვილს მიტინგების ეშინოდა და იმიტომ მოინდომა ქუთაისში გადატანა. მეუბნებოდა, იქ მიტინგებს ვერ გამიმართავენო. ძალიან ბევრ დროს კარგავენ დეპუტატები გადაადგილებაში თბილისიდან ქუთაისისკენ, ზოგჯერ დღეში 6 საათს. ასევე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც საქართველოს ბიუჯეტიდან მიდის და ეს არ არის სწორი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner