„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში შედარებით მეტი აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილები ამ იდეის მიმართ, უერთგულებენ ქვეყნის ინტერესს და არა პარტიულს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„უკლებლივ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი. საამისოდ უკლებლივ ყველა ფაქტორია, რაზეც დაყრდნობითაც შეიძლება ეს ვარაუდი გვიყალიბდებოდეს. არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვარაუდი რომ რაღაც შეიძლება არ იყოს სწორად მიღებული გადაწყვეტილება. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევუდგებით ახალ ეტაპს ევროინტეგრაციისას ჩვენი ქვეყნის, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი და ევროკავშირის დაახლოების პროცესი.
ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა, რომლის თაობაზეც იყო მკაფიოდ ნათქვამი, როგორ ვაპირებთ მუშაობას იმ 9 პრიორიტეტული მიმართულებით, რაც განისაზღვრა. პროცესი იქნება ინკლუზიური, ყველას ექნება საშუალება, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ეროვნულ საქმეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი ევროინტეგრაცია. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში შედარებით მეტი აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილები ამ იდეის მიმართ, უერთგულებენ ქვეყნის ინტერესს და არა პარტიულს. თუმცა, მაქვს იმის განცდაც, რომ დარჩებიან ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი, ვინც შეეცდებიან, რომ კვლავ იგივე ტაქტიკით იმოძრაონ, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და შეიქმნას მითი ქვეყნის წარუმატებლობისა და არგუმენტად გამოაცხადონ ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.