logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს
- +

12 დეკემბერი. 2023. 13:04

 

 

„ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და ამით დააბნიონ საზოგადოება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია არჩევნებზე ქართველი ხალხი არ დაიბნევა.

 

„ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის  „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner