15 დეკემბერს, მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“, რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, „ქარვასლას ივენთ ჰოლში“, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ საზოგადოებაში შობა-ახალი წლის ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, ხოლო მეორე მხრივ - ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ერთ სივრცეში („არტ ჰოლი ქარვასლა“) ყველა იმ კომპანიის, მეწარმისა და ფიზიკური პირის წარდგენაა, ვინც ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად და ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით ბიზნეს , არტ, თუ კულტურულ საქმინობას ეწევა.
15 დეკემბრისთვის ყველასთვის ცნობილი ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი, ახალი სიცოცხლითა და მწვანე ენერგიით გაიხსნება. ერთ სივრცეში ივენთ ჰოლი უამრავ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს- აქ თქვენ გიმასპინძლებთ: მწერლების ბარი, მწვანე გვირაბი - ქოთნის მრავალფეროვანი ნაძვის ხეების არჩევანით, სამღებრო სახელოსნო - „კავკასიის ფერები“, ქარველი დიზაინერების, მეწარმეების, მხატვრების ნატურალური ხელნაკეთი აქსესუარები და პროდუქტები. პროექტი „ზამთრის საოცრება“ ერთი თვის მანძილზე - 15 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებას საოცარ სიურპრიზებს ჰპირდება.
15 იანვრის შემდეგ კი, „ქარვასლას ივენთ ჰოლი“, ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გააგრძელებს ფუნქციონირებას.