logo_geo
eng_logo
15 დეკემბერს მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“ „ქარვასლას ივენთ ჰოლში“ პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის
- +

12 დეკემბერი. 2023. 14:32

 

 

15 დეკემბერს, მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“,  რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, „ქარვასლას ივენთ ჰოლში“, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“  საზეიმოდ გახსნის. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ საზოგადოებაში   შობა-ახალი წლის ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, ხოლო მეორე მხრივ - ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ერთ სივრცეში („არტ ჰოლი ქარვასლა“) ყველა იმ კომპანიის, მეწარმისა და ფიზიკური პირის წარდგენაა, ვინც  ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად და ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით  ბიზნეს , არტ, თუ კულტურულ საქმინობას ეწევა.

 

15 დეკემბრისთვის ყველასთვის ცნობილი ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი, ახალი სიცოცხლითა და მწვანე ენერგიით გაიხსნება. ერთ სივრცეში ივენთ ჰოლი უამრავ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს- აქ თქვენ გიმასპინძლებთ:  მწერლების ბარი,  მწვანე გვირაბი - ქოთნის მრავალფეროვანი ნაძვის ხეების არჩევანით, სამღებრო სახელოსნო - „კავკასიის ფერები“,  ქარველი დიზაინერების, მეწარმეების, მხატვრების  ნატურალური ხელნაკეთი აქსესუარები და პროდუქტები. პროექტი „ზამთრის საოცრება“ ერთი თვის მანძილზე - 15 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებას საოცარ სიურპრიზებს ჰპირდება.

 

15 იანვრის შემდეგ კი, „ქარვასლას ივენთ ჰოლი“, ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner