logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:57



„სამართალდამცავი ორგანოები თანმიმდევრულები იყვნენ. არ შეიძლება, პოლიციამ თანამშრომელი ჭორების გამო დააპატიმროს. საუბედუროდ, სანამ თანმიმდევრობით ვითარდებოდა  პროცედურა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს", - ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისიტრი ბიძინა ივანიშვილი დემურ სტურუას მკვლელობის საქმეს, „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან". აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიციელი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.


ივანიშვილმა, ასევე აღნიშნა რომ პოლიცია 4 წლის წინ როგორიც იყო, დღეს შეიცვალა და ხალხის სამსახურშია.


„ზოგადი დამოკიდებულება თუ გაშფოთებთ პოლიციის, რა თქმა უნდა, გასაღები აქ არის ისევ ის, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. საკმარისი არ იყო, რაც მოხდა, მაგრამ კარგია, რაც გაკეთდა. პოლიციაზე საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს, მედიის თვალთვალი უნდა გაღრმავდეს, რომ მეტი მოვითხოვოთ. დიამეტრალური ცვლილებები მოხდა, პოლიცია აღარ ძალადობს, როგორც 4 წლის წინ ხდებოდა და დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner