logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი ოპოზიციას: დიახ, ვიცით რომ ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასასრულებლად! ამისთვის სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი და არა - პოლიტიკური კეკლუცობა და ირიბად ომისკენ მოწოდება!
- +

12 დეკემბერი. 2023. 15:08

 

 

„დიახ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები - სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლებისა და ა.შ. უფლება არ არის დაცული, ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მიუძღვის „ნაცმოძრაობას“, რომელმაც 2007 წელს ქვეყნიდან გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოაბრუნა და ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

ეკა სეფაშვილმა რადიკალ ოპოზიციონერებს მიმართა, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კეკლუცობა და ირიბად ომისკენ მოწოდებები შეწყვიტონ.

 

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თემურ კირბაიას ოჯახს, რომელიც ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლია. დიახ, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ის ტკივილი, რომელიც ამდენი წელია გვაწუხებს და ვცდილობთ ყველანაირი ძალისხმევით, ოღონდ - მშვიდობიანი გზებით, მოვაგვაროთ, იქნება ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები თუ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა.

 

მინდა გამოვეხმაურო რადიკალი ოპოზიციონერების ვითომდა შეშფოთებას ოკუპაციასთან დაკავშირებით - მათ სინამდვილეში მხოლოდ არეულობის შემოტანა სურთ ქართულ საზოგადოებაში. დიახ, ვიცით რომ ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს! იგივე, სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და არა აქ, პარლამენტის შენობაში განცხადებების გაკეთება, რომელიც ირიბად ომისკენ მოწოდებაა.

 

რაც შეეხება ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიას, ეს სია ავტომატურად ივსება, როდესაც ბრალდებული გამოაშკარავდება. არ სჭირდება მას ზედმეტი რეზოლუციები და პოლიტიკური კეკლუცობა კამერების წინ. ოპოზიციას ვურჩევდი, უკეთესად გაერკვეს საკითხში და ისე წამოაყენოს არგუმენტები.

 

დიახ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები - სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლებისა და ა.შ. უფლება არ არის დაცული, ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მიუძღვის „ნაცმოძრაობას“, რომელმაც 2007 წელს ქვეყნიდან გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოაბრუნა და ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner