კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამბულატორია, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შენდება.
მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ ვახტანგ ბუაძე-ონიანი ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 160 999 ლარია.
ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია ერთი კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე.
ამბულატორიის მშენებლობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა.