„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გვერდის "სინამდვილეში" განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები "საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს" დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით, არასდროს გაუკეთებია.
"რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს.
სინამდვილეში, აღნიშნული ბანერი და შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია!" - აღნიშნულია გვერდის "სინამდვილეში" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.