logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
- +

12 დეკემბერი. 2023. 16:15

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.

 

მხარეებმა ქვეყნებს შორის საპარლამენტო და ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

 

შეხვედრისას განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მისი განვითარების გზები.  აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ.  ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობები.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ხალხთაშორისი კავშირების განვითარებაზე, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობაზე.

 

მარიამ ლაშხი ელჩს საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იშიძუკა ჰიდეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე, საერთაშორისო პლატფორმებში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერა სთხოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner