საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება წინ გადადგმული ნაბიჯია.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც განხორციელდება 1-მილიონევროიანი ინვესტიციები ქალაქ ქუთაისში. აშენდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება გათვლილი 60 000 სტუდენტზე. დღევანდელი კონცეპტუალური პროექტით, უნდა აშენდეს 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი და შესაბამისად, უნდა მოეწყოს იმ თანამედროვე აღჭურვილობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შემდეგი 5 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ახალ უნივერსიტეტში სწავლება დაიწყება, შეიქმნას ძალიან დიდი კერა ახალი განათლების, ტექნოლოგიური განვითარების და შეიქმნას რეგიონული ცენტრი. სტუდენტები რეგიონიდან, რომლებიც აქ ისწავლიან, გახდებიან ჩვენი ელჩები მას შემდეგ, რაც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.