„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის პოზიციას, რომ ის არ დაუჭერს მხარს უკრაინისათვის აშშ-ს მხრიდან თანხების გამოყოფას, ვინაიდან დახმარება კორუფციულ მიზნებს ხმარდება, სოციალურ ქსელში პოსტით ეხმიანება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ვენსის პოზიციის გამო, ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან.
„ასეთი „ანტიდასავლური" რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია. მსგავსი „აგრესიული" დემოკრატიის „უკუსვლა" ლამის მონატრებული გვქონდა „ხალხის ძალას" და აი ისიც. „რუსეთუმეებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" - ისმის ატმოსფეროში ნეოინტერნაციონალის თანამედროვე მეხოტბეთა პერიფრაზირებული სტრიქონები.
ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს „რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერებზე. არა „რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო „სვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილი მელოდიის დაკვრას.
„მორწმუნე ნაცების" რიგებში მოახლოებული არმაგედონის გამო იკითხება სულ უფრო გამძაფრებული შეგრძნება. „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში მიღებულია გადაწყვეტილება - პარტიის დაშლა „მეორე ჟამის" დაწყების ერთ-ერთ ნიშნად ჩაითვალოს. მელიას ფლანგზე კი, სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!", დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ. საყოველთაო სიგიჟე თავის ლოგიკურ აღსასრულს უახლოვდებოდა“ - წერს დავით ქართველიშვილი.