logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მელიას ფლანგზე სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!", დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ
- +

12 დეკემბერი. 2023. 17:03

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის პოზიციას, რომ ის არ დაუჭერს მხარს უკრაინისათვის აშშ-ს მხრიდან თანხების გამოყოფას, ვინაიდან დახმარება კორუფციულ მიზნებს ხმარდება, სოციალურ ქსელში პოსტით ეხმიანება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ვენსის პოზიციის გამო, ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან.

 

„ასეთი „ანტიდასავლური" რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია. მსგავსი „აგრესიული" დემოკრატიის „უკუსვლა" ლამის მონატრებული გვქონდა „ხალხის ძალას" და აი ისიც. „რუსეთუმეებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" - ისმის ატმოსფეროში ნეოინტერნაციონალის თანამედროვე მეხოტბეთა პერიფრაზირებული სტრიქონები.

 

ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს „რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერებზე. არა „რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო „სვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილი მელოდიის დაკვრას.

 

„მორწმუნე ნაცების" რიგებში მოახლოებული არმაგედონის გამო იკითხება სულ უფრო გამძაფრებული შეგრძნება. „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში მიღებულია გადაწყვეტილება - პარტიის დაშლა „მეორე ჟამის" დაწყების ერთ-ერთ ნიშნად ჩაითვალოს. მელიას ფლანგზე კი, სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!", დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ. საყოველთაო სიგიჟე თავის ლოგიკურ აღსასრულს უახლოვდებოდა“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner