logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გრიგორიადისზე: ბინძურმა ექსპერიმენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა და აჰა, სახეზეა ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელის პოტენციური მკვლელობა ეამაყება!
- +

12 დეკემბერი. 2023. 17:21

 

 

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლების სისტემის შედეგს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

 

„ერთი ყოფილი პროკურორი, განათლების მინისტრი და უბრალოდ, პოსტ-რევოლუციური ახალი, გენმოდიფიცირებული ადამიანის შექმნის ინიციატორი იყო… აი, მეორე კი, ის გენმოდიფიცირებული ახალი ადამიანია, რომელსაც ჯერ შეუძლია პოლიციელი ცოცხლად დაწვას და მერე, ამ ბარბაროსობაზე იღლიცინოს…

 

პირველი მისტირის, განათლების იმ სისტემას, რომელსაც კონვეიერული მეთოდით უნდა ეჩეკა, ლიბერალ-ფაშისტები და შემდეგ ამ ახალი თაობით უნდა მომხდარიყო ახალი გენმოდიფიცირებული ისტორიის დაწერა, სადაც ყველაფერი ქართული და ეროვნული, სახელმწიფოებრივი და მორალური, იქნებოდა გლობალურ კონიუნქტურასა და გენდერულ-თეორიებს დაქვემდებარებული.

 

თუმცა, 2012 წელს, სულზე მოუსწრო ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილებამ და საუკუნის დანაშაულებრივი ექსპერიმენტი „ვარდების რევოლუციის ადამიანი” შეაჩერა. 10 წლის თავზე კი, პრემიერის ინიციატივით შეიქმნა განათლების სისტემის ეროვნულ პლატფორმაზე გადაყვანისა და ლომაია-გვარამიას ექსპერიმენტის საბოლოოდ დასრულების გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ამ ბინძურმა ექსპერიმენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა და აჰა, სახეზეა ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელის პოტენციური მკვლელობა ეამაყება!“ - წერს ფეისბუკზე ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner