logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მიმართ არის ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, როგორც კანდიდატის სტატუსის საკითხზე, ასევე სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით
- +

12 დეკემბერი. 2023. 17:46

 

 

გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მიმართ არის ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, როგორც კანდიდატის სტატუსის საკითხზე, ასევე სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის 9 ნაბიჯის საკითხზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„უკვე ორი დღეა, ვმართავთ შეხვედრებს ბუნდესტაგში. შევხვდით როგორც კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე ჰქონდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან და ყველა შეხვედრაზე იყო ძალიან მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართა კონსულტაციები კოალიციურ პარტნიორებს შორის, და, როგორც ჩვენ გვითხრეს, სამივე პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ექნება გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერა. არა მხოლოდ სამი სამთავრობო პარტია, არამედ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია - „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიაც კი, რომელსაც დღესდღეობით ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს გერმანიაში, არის საქართველოს უპირობო მხარდამჭერი. ამიტომ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მიმართ არის ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, როგორც კანდიდატის სტატუსის საკითხზე, ასევე სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის 9 ნაბიჯის საკითხზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner