logo_geo
eng_logo
სიახლე ჩვენიანებს - ლიბერთის აქცია იპოთეკურ სესხზე
- +

12 დეკემბერი. 2023. 18:02

 

 

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს,  რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას.

 

განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 13.28 %-დან.

 

„ლიბერთი, კამპანია  #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ  პირობებს სთავაზობს  მათ, ვინც პირველად აპირებს უძრავი ქონების შეძენას. ასევე, განახლებულ პირობებს ვთავაზობთ მათ, ვინც სხვა ბანკების მომხმარებლები არიან,  იპოთეკური სესხის გადმოტანას შეძლებენ და  ასე ვთქვათ -ჩვენიანები  გახდებიან.

 

ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა  #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს და პროდუქტებს ეტაპობრივად შესთავაზებს.“ -  დავით სულუაშვილი, ლიბერთის საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner