logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ბერლინში, ამიტომ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, რომ შევეცადოთ, რომ თუ ვერ იქნება შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული, მაშინ საქართველოს საკითხი არ იყოს გადადებული
- +

12 დეკემბერი. 2023. 18:43

 

 

“ჩვენ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ბერლინში, ამიტომ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, რომ შევეცადოთ, რომ თუ ვერ იქნება შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული, მაშინ საქართველოს საკითხი არ იყოს გადადებული და გადაწყვეტილება იყოს მიღებული ისე, როგორც შეთანხმებულია წევრი ქვეყნების მხრიდან”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ გერმანიიდან ჩართვისას განაცხადა.

 

სამხარაძის თქმით, კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ პრობლემები უკრაინის შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წევრი სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდნენ პროცედურაზე, თუ როგორ წარიმართება ამ შემთხვევაში მათ შორის მოლაპარაკებები.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 27-ვე ქვეყნიდან მიღებული გვაქვს ძალიან მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხარდაჭერა გარანტირებული აქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს არის გაფართოების პაკეტის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ პრობლემები უკრაინის შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა, რომ წევრი სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდნენ იმ პროცედურაზე, თუ როგორ წარიმართება ამ შემთხვევაში მათ შორის მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ იყოს რაიმე სხვა საკითხის მძევალი და ის, რომ საქართველომ მიიღოს დამსახურებულად სტატუსი, რომელიც ეკუთვნის. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიული შანსი იმისა, რომ ეს საკითხი ერთიან პაკეტში იქნას განხილული, არსებობს. ჩვენ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ბერლინში, ამიტომ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, რომ შევეცადოთ, რომ თუ ვერ იქნება შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული, მაშინ საქართველოს საკითხი არ იყოს გადადებული და გადაწყვეტილება იყოს მიღებული ისე, როგორც შეთანხმებულია წევრი ქვეყნების მხრიდან“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner