„ფაქტია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა, ფაქტია, რომ მხოლოდ უნგრეთი არ არის ქვეყანა, რომელიც თავს იკავებს ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემისგან საბოლოო ჯამში ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი მხოლოდ სახელმწიფო მეთაურების დონეზე, ანუ ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ 15 დეკემბრამდე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რაიმე მკაფიო სიგნალი გვექნება. ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებებისას 15 დეკემბერს“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ გერმანიიდან ჩართვისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა დიპლომატიას ყოველთვის აქვს შანსი. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ევროკავშირში, თუნდაც გაფართოების საკითხზე არ არის ერთსულოვნება, ეს ადრეც ყოფილა სხვადასხვა გაფართოებების რაუნდებისას, თუმცა საბოლოო ჯამში წვერი სახელმწიფოები ყოველთვის ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ. მე ძალიან დიდი იმედი მინდა დავიტოვო, რომ უკრაინის შემთხვევაშიც ასე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინას და გვინდა, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. მთავარი და ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის საქართველოს საკითხი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ უკრაინასთან დაკავშირებით არ იქნება ერთსულოვნება, მაშინ საქართველო არ უნდა გახდეს მძევალი ამ ერთსულოვნების არარსებობისა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.