“ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ რომ საქართველომ ეს დაიმსახურა - თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპული, პროდასავლური განწყობებით, თავის კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსითა და გატარებული რეფორმებით”, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, გასულ წელს საქართველომ სტატუსი უსამართლოდ არ მიიღო.
„თუმცა წელს უკვე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც არის პოზიტიური. ეს არის ძალიან კარგი და სწორად იმიტომ, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს, მივიღებთ ამ სტატუსს“, - განაცხადა მდინარაძემ.