logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად ჩამოშლილია
- +

12 დეკემბერი. 2023. 18:55

 

 

სადაც ფულია, იქ არის მართვის სადავეც. თუკი ვინმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს, უპირველეს ყოვლისა ისინი იღებენ, რომლებიც ფულით მართავენ ამ უკვე ჩამოქცეულ პარტიას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად ჩამოშლილია და თან ამასობაში ინაწილებენ გარკვეულ როლებს. ვიცით, რომ „ნაცმოძრაობაში“ მხოლოდ პარტიას არ ვგულისხმობთ. მხედველობაში გვაქვს ბევრი განშტოება, ლელო და ა.შ. და მათ აქვთ ყველას თავისი როლი, მაგალითად გახარიას მიეცა დავალება, რომ უნდა ჩამოაჭრას გარკვეული ხმები „ქართულ ოცნებას“ (რაც ვერ მოხდება) და უნდა იძახოს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კორუმპირებულები არიან. მაგალითად „ლელოს აქვს“ სლოგანი - შუა უნდა შეიკრიბოსო. ანუ ნაცმოძრაობის ამომრჩეველი უნდა წაიყვანოს თავისკენ და ასეთი აბსტრაქტული მიზნები აქვთ გადანაწილებული და ასეთ სისულელეში არიან თავით შესულები“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner