logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გახარიას სამარკო ნიშანი ღალატია. კაცმა თავი გადადო, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს, ვაშაძის დონეზე მივიდა
- +

12 დეკემბერი. 2023. 19:26

"გახარიამ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს, ერთი მტკიცებულება მაინც დადოს. პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო, გადადგა და უცებ შემდეგ კორუფცია ატყდა," - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ყოფილი პრემიერის განცხადებებს ტყუილი უწოდა.

 

 

„მანამდე ყველაფერი კარგად იყო - არაფორმალური მმართველობა არ იყო, ხალხი ბედნიერი იყო, ბიძინა ივანიშვილი გაწეული იყო და გახარიას ვერაფერს უბედავდა, უცებ, თანამდებობიდან გადადგა თუ არა, არაფორმალური მმართველობა იყო, დაიწყო ფულების დატაცება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან და ქვეყანაში ატყდა ერთი ამბავი. ამ სიგიჟის დაჯერება უნდა ხალხისთვის. ეს პიარული თავხედობაა, თაღლითობაა, ყველაფერს იტყუება. მისი სამარკო ნიშანი ღალატია. კაცმა თავი გადადო იმისთვის, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს. უკვე ვაშაძის დონეზე მივიდა, რომელსაც შუბლის ძარღვი არ აქვს, ნებისმიერ რამეს იტყვის. გახარიაც ამ ფორმაში ჩადგა“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner