logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებსო, უფრო მეტად ვერ უმტრობ საკუთარ ქვეყანას. ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება
- +

12 დეკემბერი. 2023. 19:46

"ეს არის სპექტაკლი სახელად „მინდა, მივიწერო ეს კარგი საქმე“. მთავარი როლის შემსრულებელია სალომე ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი. რეჟისორები შეიძლება ქვეყნის შიგნითაც არ არიან," - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რა დროსაც ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

„ხშირად სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს იციან ტელევიზიის პროდიუსერებმა. ე.ი. რეჟისორებთან ზოგიერთი ტელევიზიის პროდიუსერს უფრო მეტი კონტაქტი აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, რაც საოცარი ამბავია. რეჟისორიც და შემსრულებელიც ერთი სცენარით მოქმედებენ. ბუნებრივია, ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ. როცა გვჭირდებოდა ობიექტური შეფასება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამ დროს ამბობ, არ იმსახურებსო, პრეზიდენტად წოდებულს საქართველოსთვის მეტი რა უნდა დაეზიანებინა, საკუთარი ქვეყნის მეტი მტრობა შეიძლება?

 

 

პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. უარესს ვერ იტყვი საკუთარ ქვეყანაზე და უფრო მეტად ვერ უმტრობ, ზიანს ვერ მიაყენებ. ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება. პრეზიდენტი და მთლიანი ოპოზიცია ევროპის შეკრებაზე ხუთას კაცზე მეტს რომ ვერ მიიყვანენ, როგორც პოლიტიკოსები როგორ აღარ არსებობენ, ეს დაემართათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner