logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთში დიდი ხანია გავყიდე ბიზნესი
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:05



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GD"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" კითხვაზე - აქვს თუ არა ბიზნესი რუსეთში ან საქართველოში - პასუხობს, რომ მან რუსეთში ბიზნესი დიდი ხანია გაყიდა, საქართველოში კი არანაირი ბიზნესი არ აქვს. თუმცა, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ თავისი შემოსავლების 90%-ს იგი თავის ქვეყანას ახმარს.


„რუსეთში დიდი ხანია გავყიდე ბიზნესი. რაც შეეხება ბიზნესს საქართველოში, სამწუხაროდ, არ მაქვს, მაგრამ ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ჩემი ხარჯების 90% საკუთარ ქვეყანას ვახმარ. სამწუხაროდ, ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ, აი, უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, რაც თბილისში დაფუძნდა, მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება და ა.შ." - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner