"ევროპამ დაინახა, რომ მათ არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა," - ეს განაცხადება დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
“ჩვენს პარლამენტში მივეჩვიეთ ყველა, ძირითადად ყველა საკითხი იყოს დაპირისპირებაზე დაფუძნებული და ბევრ საკითხზე უბრალოდ დრო არ რჩება. ამის გვერდის ავლა არ შეიძლება. მინდა ჩემი ხედვა წარმოვადგინო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. დიახ ევროკავშირი ხშირად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არსებობს პრაგმატული გადაწყვეტილებაც.
საქართველოს შემთხვევაში მიმაჩნია ის პოლიტიკური გადაწყვეტილება რომლისთვისაც ევროპა ემზადება, დაფუძნებულია იმ პრაგმატიზმზზე რომელიც ევროპამ დაინახა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა კორიდორი როგორც ენერგეტიკული ასევე სავაჭრო. სწორედ ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა. რა თქმა უნდა, კარგია ის რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა და ქვეყანა ვითარდება, მაგრამ უპირველესი არის ის რომ ევროპამ დაინახა რომ მათ არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. რა თქმა უნდა გვჭირდება ევროპა, არ ვაკნინებ ჩვენს სურვილს, მაგრამ ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ”, - განაცხადა ზილფიმიანმა.