logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილზე: ჩვეულებრივ ამ მდგომარეობას თან ახლავს სხვადასხვა ტიპის „ფობიები", მაგალითად გაგიჟების, ან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის სახით
- +

12 დეკემბერი. 2023. 20:11

საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვად აფასებს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილის პარლამენტში გამოსვლას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

 

„პანიკურ შეტევებს ახასიათებს ძლიერი შფოთვის უეცარი ტალღა, რომელსაც თან ახლავს შემაშფოთებელი შეგრძნებები (ასფიქსიის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, დიარეა, გულისრევა). პანიკური შეტევები ხასიათდება შიშის სწრაფი მატებით და უმეტეს შემთხვევაში ხანმოკლე ხანგრძლივობით.

 

 

ჩვეულებრივ ამ მდგომარეობას თან ახლავს სხვადასხვა ტიპის „ფობიები", მაგალითად გაგიჟებისა ან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის სახით“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

 

„აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება!" - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner