logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: ჯამში წელს, გამყოფი ხაზის 24 სოფლის წარმომადგენელ მოსახლეობას შევხვდით
- +

12 დეკემბერი. 2023. 21:29

"გრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც ინდივიდუალურად, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში. ამასთან, წელს, აღნიშნული ფორმატების შეხვედრებზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით მოვიწვიეთ მაღალი რანგის უცხოელი პარტნიორები, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, რაც მეტად სასარგებლოდ და საინტერესოდ იქნა შეფასებული," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, მათ შორის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, როგორც სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის, ასევე - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზით. სხვადასხვა ფორმატში იმართებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებთან თბილისსა და ზუგდიდში გავმართეთ. ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ასევე ვახორციელებთ რეგულარულ აქტივობებს გამყოფი ხაზის სოფლებში ქალების ცნობიერების ამაღლების, ასევე უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით. ჯამში, წელს, გამყოფი ხაზის 24 სოფლის წარმომადგენელ მოსახლეობას შევხვდით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშვიდობის ფონდის ბენეფიციართა 43%-ს ქალები შეადგენენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner