logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეი: საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი
- +

12 დეკემბერი. 2023. 21:34

"საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი," - ასე უპასუხა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას.

 

 

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ევროკომისიის წინადადებები მკაფიოა. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ამას გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო, ვნახავთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის ასეთია - გააგრძელეთ მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, - განაცხადა ვარჰეიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner