logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯამში 1600-მდე ადამიანის მონაწილეობით
- +

12 დეკემბერი. 2023. 23:17

"რაც შეეხება თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების პრიორიტეტს - ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ფართო ჩართულობის მხარდასაჭერად არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე; მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე; ისევე როგორც, საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობაზე,' - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„ამ მიზნით:

 

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები - ჯამში 1600-მდე ადამიანის მონაწილეობით;

 


• ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი, 3000-მდე ბენეფიციარის ჩართულობით, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა;

 


• ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროაქტიული მიდგომის ფარგლებში, მასშტაბურად განხორციელდა აქტუალურ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალის, მათ შორის 30-ზე მეტი საკანონმდებლო აქტის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა.

 


გაძლიერდა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო მექანიზმები ექვსი ძირითადი თემატური მიმართულებით: ახალგაზრდების და ქალების ჩართულობა; სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა; განათლება და სახელმწიფო ენა; და ინტერკულტურული დიალოგის წახალისება - რაც პროცესების ეფექტიანობასთან ერთად, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას უზრუნველყოფს.

 


• ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.

 


• ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმირება უწყვეტად ხორციელდებოდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები ამავდროულად რეგიონული ტელევიზიებითაც ვრცელდებოდა.

 


არაქართულენოვანი საზოგადოებისთვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სახელმწიფოს დაფინანსებით წლის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები: „ვრასტანი“ და „გურჯისტანი“. გაზეთების გავრცელების არეალში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი კვლევის საფუძველზე, მიმდინარეობს მათი ეფექტიანობის ამაღლებასა და განვითარებაზე მუშაობა“, - განაცხადა მინისტრმა

right_banner right_banner
არქივი
right_banner