აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
"ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები", - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, მაიკ ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ მას არ აქვს მკაფიო სტრატეგია, რომელიც უკრაინას გამარჯვების საშუალებას მისცემს და არ არის ამერიკული დახმარების ზედამხედველობის მექანიზმი.
"ჩვენ გვჭირდება კონკრეტულობა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ უკრაინაში, როგორ ვადევნებთ თვალს ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულის გამოყენებას და ტრანსფორმაციულ ცვლილებებს [ჩვენს] საზღვარზე. ყველაფერი ეს ჯერ არ გვაქვს", - დასძინა მან.