ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს აშშ-ის დახმარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმრ ზელენსკიმ სენატორებს განუცხადა, რომ „თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია ამ ომის მოგება“.
ჩაკ შუმერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ "თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს. ეს ძალიან საშიში იქნება შეერთებული შტატებისთვის".