აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ახლახან გასცა ნებართვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან 200 მილიონი დოლარის იარაღისა და აღჭურვილობის ამოღების შესახებ.