logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მე ვამბობ მადლობას!
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:11



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის მადლობას უხდის.



არ არსებობს განათლებაზე დიდი ინვესტიცია ქვეყნის განვითარებისათვის.

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო ქალაქს და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აშენებს ქუთაისში.

მე ვამბობ მადლობას!!!" - წერს ოთარ აბესაძე.

 

 

 

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

►იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს

►პროექტი ითვალისწინებს 1 000 000 კვ/მ ფართობის კომპლექსის აშენებას 140 ჰა ფართობის ტერიტორიაზე

►ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სახელმწიფო დაწესებულებები. ორივე პროექტს ფონდი ქართუ დააფინანსებს

►ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ფონდი ქართუ, ასევე, დააფინანსებს აკადემიურ პროექტებს

► საუნივერსიტეტო ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას

►სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner