„პოლიტიკურად სტრატეგიულ საკითხებზე ლიდერებმა ინტენსიურად უნდა იმსჯელონ და გვაქვს იმედი, რომ ისინი შეძლებენ შეთანხმებას, რაც იქნება ძლიერი გზავნილი და დადასტურება იმ ვალდებულების, რასაც ევროპული პერსპექტივა ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის, უკრაინასა და საქართველოსთვის“, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
„ეს წელი იყო მომენტის წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ არამარტო წარვადგინეთ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები მივიღეთ. სხდომის შემდეგ მიღებული საბჭოს დასკვნა არის ფუნდამენტური შემდგომი პროგრესისთვის და გაფართოების პროცესში წინ წასასვლელად. მე ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დაადასტურა არსებითი დასკვნა, რომელიც ჩვენ ევროპულ საბჭოს გადავუგზავნეთ 10 კანდიდატზე და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიშში 10 ქვეყანა მოხვდა. ახლა ველოდებით თუ როგორ გადაითარგმნება ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები უფრო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ევროპული საბჭოს მიერ. ყველა ველოდებით ლიდერებს. პოლიტიკურად სტრატეგიულ საკითხებზე ლიდერებმა ინტენსიურად უნდა იმსჯელონ და გვაქვს იმედი, რომ ისინი შეძლებენ შეთანხმებას, რაც იქნება ძლიერი გზავნილი და დადასტურება იმ ვალდებულების, რასაც ევროპული პერსპექტივა ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის, უკრაინასა და საქართველოსთვის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.