logo_geo
eng_logo
ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის მოცულობამ 11 თვეში გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა
- +

13 დეკემბერი. 2023. 13:40

 

 

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია რომ ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია 2023 წლის 11 თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც  19.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წლიურად 14.7 პროცენტით არის გაზრდილი.

 

აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდეციები სწორედ იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოლიტიკის ნაბიჯების შედეგია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

„2023 წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობის კუთხით, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო 2021 და 2022 წელი,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner