logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პროექტმა ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის ნომინაციაში გაიმარჯვა
- +

13 დეკემბერი. 2023. 14:15

 

 

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტმა MS Taxi, საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს მე-13 რეგიონულ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენციაზე, ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის საკონკურსო ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

„მოხარულები ვართ, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა მოქალაქეებს არაერთი პრაქტიკული ელექტრონული სერვისი შევთავაზოთ. კონფერენციაზე მონაწილეობა მივიღეთ პანელურ სესიაშიც და ჩვენი პროექტები პროფესიულ წრეებს წარვუდგინეთ“, - განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ.

 

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ელექტრონული სერვისები რამდენიმე პროექტს აერთიანებს, რომლის მიზანია, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მოსახლეობამ სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი მომსახურების მიღება. სააგენტო აღნიშნული სერვისების განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner