„მართლა რა უნდა გააკეთო, როდესაც ასეთი მავნებლები, თან უჭკუო მავნებლები გყავს პოლიტიკაში?!“ - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან "ქართული ოცნების" ლიდერების მისამართით გააკეთა.
ანჯაფარიძის თქმით, ვაშაძის განცხადება - "ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია" - იმის ნათელი მაგალითია, თუ ვის არ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა მომავალ არჩევნებზე.
"აი მართლა რა უნდა გააკეთო, როდესაც ასეთი მავნებლები თან უჭკუო მავნებლები გყავს პოლიტიკაში?! თუ ვინმეს აქვს ქართულ პოლიტიკაში ენა ამოსაჭრელი, ეს თავად ვაშაძეა და მისი ორი სანჩო-პანსა. თვალსაჩინო მაგალითი, ვის არ უნდა მისცე ხმა არჩევნებზე!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.