„ოგბუნუჯუ არჩევნებში უგებს, მანდატისთვის ხებეს პირადი ტუტუცი გახდა, ვისაც გაეჭიმა ყველამ გალახა და მაინც ყელყელაობს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის შესახებ.
ქადაგიძე ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ენა უნდა ამოაჭრა და დეზინფორმაცია დამთავრებულია“.
„ზღაპარი “მუჭანახევარა” გახსოვთ, ჯერ ჭირისუფლები, მერე მაყრიონი, მონადირე და მოკლედ ყველა, რომ გალახავს, მუჭანახევარი მარილის გამო?!
ეს საცოდავიც ასეა, ოგბუნუჯუ არჩევნებში უგებს, მანდატისთვის ხაბეს პირადი ტუტუცი გახდა, ვისაც გაეჭიმა ყველამ გალახა და მაინც ყელყელაობს…
რა ქნას, მაგარი ტაქტიკა აქვს არჩეული- კისრამდე ქაქშია და არ იმჩნევს. მიდი გიორგი, არ შეეპუო. ოგბუნუჯუ აღარ მიიღებს მონაწილეობას 2024-ში და როდესაც გაპარტახდებით, ხაბეს დააბრალე, ეგ შენზე “გრუშაა”, აიტანს“-წერს ზურაბ ქადაგიძე.