logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კუბლაშვილის, ვაშაძისა და კაციტაძის გაერთიანებაზე ბუნებრივი ვერაფერი წარმომიდგენია
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:22


 

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კუბლაშვილის, ვაშაძისა და კაციტაძის გაერთიანებაზე ბუნებრივი არაფერი ყოფილა.

 

„ბერძენიშვილი ბრძანებს, ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება ვერ მოხდებოდაო. პირველ სამეულზე ამბობს, როდესაც ვაშაძე, კაციტაძე და კუბლაშვილი გაერთიანდნენ. ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია. რანაირად შეიძლება, კაციტაძის, კუბლაშვილისა და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი? თუ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ახალი მემარჯვენეები" იყო ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა ლეიბორისტული პარტია. „ქრისტიან-დემოკრატებმა" ნახა, რომ ყველა საფუძველი გამოეცალა, ჩაიშალა. ნათელაშვილს წასასვლელი არსად ჰქონდა. კაციტაძეც იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამაზე ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლება ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაცია სააკაშვილის ხელწერა გახლავთ. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა. ასევე კარგად გაირკვა ეს ბურჭულაძეზეც. გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები, როდესაც მოვიდა, ვნახეთ სააკაშვილთან ბევრჯერ ჩასული უკრაინაში და ძირითადად იქ დადის ბურჭულაძე. ფოტოებიც გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელიწადია არ მინახავს ეგ კაცი. ნაწყენი ვარ და ამას არ დავმალავ, რადგან თავის დროზე, როდესაც ვთხოვე, გვერდით დამიდექი-თქო, ამაში უამრავი ფული მოითხოვა და, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.

 

ბერძენიშვილს ბურჭულაძის განცხადებები თუ არ წაუკითხავს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო სააკაშვილის განცხადებებთან. „რესპუბლიკელები" მკითხაობას თავს თუ დაანებებენ, ძალიან კარგი იქნება. მე მგონი, ცდილობენ, რომ მე ოპონენტად გამომიყენონ. არანაირი საფუძველი ამის არ გააჩნიათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner